2024 წლის 3 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ დოქტორანტის - ეკატერინე რუაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ტყვიის ზემოქმედების წყაროების გამოვლენა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებების გავლენა სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემცირებაზე“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი პაატა იმნაძე
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201